Sunday, March 18, 2012

საოცარი მოგზაურობა ინგლისურენოვან ქვეყნებში


  პროექტის  სახელწოდება:  საოცარი  მოგზაურობა  ინგლისურენოვან  ქვეყნებში.
                           (რომელ ქვეყანაში ისურვებდით მოგზაურობას?)
 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა ჯგუფების მიერ ხუთი ძირითადი ინგლისურენოვანი ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა,ავსტრალია და ახალი ზელანდია) გაცნობა-შესწავლა. მათი გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღწერა.
პროექტის აქტუალობა:  სასწავლო  პროექტი ნამდვილად აქტუალურია.  ამ პროექტისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება მოსწავლეებს საკმაოდ დიდ წარმოდგენას შეუქმნის ინგლისურენოვანი ქვეყნების შესახებ. ამ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ საჭირო სიტუაციებში.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დავალებით მიცემული  ინგლისურენოვანი  ქვეყნის შესახებ. გამოიკვლევენ მის ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, დედაქალაქს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას. გაარკვევენ  ქვეყნის ტერიტორიის ფართობს, მოსახლეობის რაოდენობას. მოიძიებენ და დახატავენ ქვეყნის დროშას, გერბს, გააკეთებენ ჰიმნის აუდიოჩანაწერს, ინტერნეტიდან ამოიღებენ საინტერესო  ფოტოებს, ვიდეო მასალას,გააკეთებენ სლაიდ შოუს.  მოიკვლევენ სასწავლო მასალას ამ ქვეყნის ტრადიციებისა და დღესასწაულების შესახებ.მოძებნიან ინფორმაციას ცნობილი მწერლებისა და პოეტების,ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლების შესახებ. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების,ჯგუფებში  ურთიერთთანამშრომლობის, ერთმანეთის აზრის გაზიარებისა და პატივისცემის უნარები. გააკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ასაკი: 12-13
პროექტის ხანგრძლივობა: 10 კვირა
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოძებნიან  და დაახარისხებენ ინფორმაციას ინგლისურენოვანი ქვეყნების შესახებ.გააკეთებენ ფოტოალბომებს, ბუკლეტებს, ვებ-გალერეას, სლაიდშოუს. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერულად ინფორმაციის დამუშავების უნარ-ჩვევები. ისწავლიან პროექტზე ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან უცხო ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, აუდიოჩანაწერი, ვიდეო,ინტერნეტი, მსოფლიო ატლასი, მსოფლიო ენციკლოპედია,ვიკიპედია.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მეშვიდე კლასის მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად.
პირველ ეტაპზე თითოეული ჯგუფი შერჩევის მეთოდით აირჩევს ერთ ინგლისურენოვან ქვეყანას .
მეორე ეტაპზე მოსწავლეთა ჯგუფები მოიპოვებენ შესასწავლ მასალას შესაბამისი ქვეყნების შესახებ.
მესამე ეტაპზე კი ჯგუფები გაუზიარებენ ერთმანეთს მოპოვებულ მასალას, შეაჯერებენ თავიანთ აზრებს და შეხედულებებს და გაავლებენ პარალელს ხუთივე ინგლისურენოვან ქვეყანას შორის.
პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
v  ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
v  კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარდგენა.
v  ჯგუფების ეტაპობრივი ემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ დამატებითი ინსტრუქტაჟი (ისტ-ის საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით)
v  მოძიებული მასალის დახარისხება.
v  საბოლოო შეჯერება და აუდიტორიისთვის წარდგენა.
v  თითოეული ჯგუფი წარადგენს მის მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით, აგრეთვე ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალებს.
v  შეფასება მოხდება ჯგუფურად,  იმის მიხედვით,  თუ როგორი იყო მუშაობის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და მათი წვლილი.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია -  მოსწავლეთა ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გაეცნობიან უცხო ქვეყნების ბუნებას, მათ გეოგრფიულ მდებარეობას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას, შეისწავლიან და დაადგენენ  დასახელებულ ქვეყნებში ტურისტების მოგზაურობის მიზეზებსა და შედეგებს.
ისტორია - გაიღრმავებენ ცოდნას უცხო ქვეყნების შესახებ, ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას,შეისწავლიან ამ ქვეყნების ტრადიციებსა და ადათ- წესებს, გამოუმუშავდებათ კვლევა - ძიების უნარი.
ლიტერატურა - შემოქმედი ბავშვები მოიკვლევენ მასალას აღნიშნული ქვეყნების ცნობილი მწერლებისა და პოეტების შესახებ.
ხელოვნება - მოსწავლეები შექმნიან ფოტო ალბომებს, ვებ- გალერეას, დახატავენ არჩეული ქვეყნის გერბს და დროშას.
მუსიკა - მოიძიებენ და გააკეთებენ ჰიმნების აუდიო ჩანაწერს.
მათემატიკა - მოსწავლეები განსაზღვრავენ ქვეყნის ფართობს  და დაადგენენ მოსახლეობის რაოდენობას.

პროქეტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) - ნინო ხაკიანი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა : khakianinino@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი : http://khakianinino.blogspot.com/


No comments:

Post a Comment